მზადება გასამგზავრებლად
უცებ დადგა მაისი ნელი და შემპარავი! ფორთოხლების რტოებში აზვირთდნენ ნიავები; რადგან არ მაქვს სამშობლო, რადგან არ მყავს არავინ, ისევ უცხოეთისკენ მიმაფრენენ ნავები! ლურჯი იალქნებისგან, ვიცი, რა დარებია! ოჰ! ამდენი ოცნება სულმა ვეღარ დალია, რადგან მთელ სიცოცხლეში არვინ არ მყვარებია - მე მიყვარს საფრანგეთი, ალპები, იტალია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი