მზეა ისე მგზნებარე
მზეა ისე მგზნებარე, რომ ხანძარსაც დაყურავს, ვხედავ: აგერ მღებარი ღებავს სახლის სახურავს. აქ სიმკვეთრე-სილბილის ფერი ფერებს ეხება: სახურავი პილპილის ელვარებამ შეღება. იგი მზეზე კრიალებს, როგორც სისხლის იარა, თითქო აქ მოთქრიალე წვიმამ გადაიარა. შენ აშინებ იერით მტრებსა და მუხანათებს - შენი მოსვლა ძლიერი წვრილმანშიაც ანათებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი