მზის კაშკაში
მზის კაშკაში კვდება მთაში. საღამოა. ცისა ტატნობს აელვარებს, ცეცხლად ადნობს მზის კაშკაში. ტყეს, შემოსილს მზისა სხივით, სიო არხევს თივთიკივით და ნიავთა ჰანგი წრფელი ისმის, ისმის უდარდელი: „მზის სხივივით, მზის სხივივით ცეცხლში ვცხოვრობთ, ცეცხლში ვცვივით“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი