მთებს გახედე!
მთებს გახედე, რატი! გაზაფხული მიწას, როგორც ანდამატი, სივრცისაკენ იწვევს! აი, მთაზე დნება ლანდი ნისლის ტოტის, კვლავ იღვიძებს ნება: გაზაფხული მოდის! აბიბინდი, მდელოვ, ახმაურდი, კორდო! დედამიწა მთელი ყვავილებმა მორთო. მოჰქრის ქარი მთების და ბაღების უბეს აფრქვევს ყვავილების სურნელოვან ღრუბლებს. გიყვარს ველად გავლა და მწვერვალზე ადი: თავდადებით სწავლაც მწვერვალია, რატი! იგიც მერმისს იწვევს და მზით აკაშკაშებს თავისუფალ მიწის თავისუფალ ბავშვებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი