მთვარე მთას ამოეფარა


მთვარე მთის ხრიოკს ამოეფარა,
სიცხე მინელდა, მტვერს მიეძინა;
მეურმე მღერის და მოგონებით
აჩრდილს სურს მისცეს მსუბუქი ბინა.
შორს ბაღი მოსჩანს, მოსჩანს ჯეჯილი,
და ისევ ბაღი, ისევ მთის ქარი,
მე ვდგევარ, როგორც ტყვე უცხოეთში,
როგორც სიზმარში უცხო სიზმარი.
როგორც სიზმარი დავიწყებული
თრთის და კანკალებს ცაზე ვარსკვლავი;
მე კი კაეშნის მხარეში მიწვევს
სევდით მოცული ოცნება შავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი