მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით
ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი, მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი. ოცნებას შვენი, ვით თვალნი შენი, შოპენი, ვერდი და პაგანინი. პოეტის ახლო გედება ალი; იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი, მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით და მაინც ღვინით ჰგონიათ მთვრალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი