მივაშუროთ


სიცოცხლის ჩანგებს მივაშუროთ ისევ თასებით,
მრავალ წყურვილთა გახელებათ გაათასებით...
ტკბილი და მწარე... სულ ერთია... ცეცხლი მაგარი,
საქართველოსთვის გრიგალია და ნიაგარი...
მაგრამ ისინიც... ცეცხლი იყო მათი თვალები...
ყველა ისინი მშვენიერნი იყვნენ ქალები!

ვთქვათ, ამომსკდარი მიწებიდან ზღვა დარხეული,
თასი დღის ხმათა და კვლავ თასი ზამბახეული...
ვთქვათ, ბრძოლა, ომი, ქარიშხალი, სახლი, გონება,
ვთქვათ, ახალი დრო და ახალი გამოგონება,
მაგრამ ისინი... ცეცხლი იყო მათი თვალები...
ყველა ისინი მშვენიერნი იყვნენ ქალები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი