მივდიოდით ალაზნის ველად


დაფიქრებული მივდიოდი ალაზნის ველად
და აი, თვალწინ გადიშალა ლურჯი იორი:
მიეშურება ველთა შორის გაწოლილ გველად -
უფრო დიადი არ მინახავს რამ მაგიერი;
მაგრამ შვენებათ ციურთათვის მე არ მეცალა,
ვეშურებოდი თელავისკენ, რომ გაძარცული
ციხე-კოშკიდან საბურავი გადამეცალა
და ნანგრევებში დამენახა ჩვენი წარსული.
ვხეტიალობდი მთელი ღამე განწირულებით,
ჩუქურთმა თითქო სიძველეთა იყო ხუნდები.
შორით მოსჩანდა დაღესტანი ნისლის ქულებით,
სამი დღის შემდეგ ისევ ტფილისს დავუბრუნდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი