მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს!
ციკლიდან „ეპოქა“ რკინა, ფოლადები, რკინა, ქვანახშირი, ქუჩის ხერხემალი, ქარხნის საფეთქელი, შრომით იბურება სუნთქვა განახშირი, როგორც მასალები ასაფეთქებელი. დგანან მშენებლები, როგორც ქვა-პიტალო, არის ანგარიში მაღალ სართულებით, მოსჩქეფს ზაჰესიდან ალი მოწითალო, ბინდში გატანილი მწყობრი მავთულებით. მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს სიარული - არის საუკუნე ინდუსტრიალური!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი