მკვლელების კაფე


შეწუხდა და სთქვა:
რაა ამაში?
ერთი ბნელი სდგას,
როგორც ნაღველი.
რაც იქნეს, შევალ
ამ აკლდამაში,
ვერ წავალ მისი
მე უნახველი.
შევალო, ეს სთქვა
და შესავალი
შეაღო კარი
მძლე განზრახვითა,
ერთი ბნელი სდგა,
რომ კაცის თვალი
პირველად ვერას
დაინახვიდა.

ის დღე და ღამე
იარა. გროვა
იფანტებოდა
ლანდთა სადარი,
ბევრი იარა
და ბოლოს ჰპოვა
მკვლელი, დიდი ხნით
აქ ბინადარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი