მოდის მშენებელი, მოაქვს აგურები
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ მოდის მშენებელი, მოაქვს აგურები, შეუნელებელი მოაქვს მშენებლობა. მოდის და ციფრების ალით ნახურები, ტემპებს ეჯიბრება შეუსვენებლობა. მაგრამ აგურია ზოგი მშენებელის, ავაზაკურია, მჩატე, ბორძიკული; აგებს საპყრობილეს ვინმე მავნებელი თვალებაპყრობილი, როგორც მოციქული. მისით აგებული ციხე-ეკლესია, დროა წაგებული... კმარა ბრჭყვიალება! მასაც გაისტუმრებს, როგორც ეს წესია, სოციალისტური შემოტრიალება. მოდის მშენებელი, ამბობს: სიდან-სადით გაჩნდა მავნებელი? ვიწვი ნაყურები. ჰა გზა, ჰა ქურები ხუთი წელიწადით აი, აგურები, მართლა აგურები! სოფლებს და ქალაქებს აგებს მშენებლობა, ტემპებს ეჯიბრება შეუსვენებლობა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი