მოედანზე
მასხარა ეხლა აღარა ჰგავს იმ მშვიდ მასხარას: იმისი სახე არის ოხვრა და ტრაგედია, მაგრამ ის ეხლაც არ ეშვება ცარიელ სიტყვებს, მას კიდევ ხელში შერჩენია ბალალაიკა, რომლითაც იგი წუთის წინათ ყველას ართობდა! ძლივს-ძლივას ასწრებს ფეხტიტველი მეუდაბნოე თავის დაღწევას. ბარაბანის დამკვრელი გარბის და სცემს ბარაბანს. ის ყასაბი, ხორცებს რომ სჭრიდა წინსაფარით და ხელში დანით, მოუხეშავი, სულს ძლივს ითქვამს და მილასლასებს. მოსამსახურე ქალი მისდევს მიმქროლ ქალბატონს. მოგება მომეც! - გაედევნა ვიღაცას ჩარჩი. ამნაირ ზღაპრებს ვინ ავრცელებს - ამბობს ვიღაცა, მაგრამ ნამდვილი ამბავია - არა ზღაპარი: მანიფესტანტებს მეთაური მიუძღვის დროშით, და მოედანზე საოცარი ისმის სიტყვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი