მოტორი მღერის
ციკლიდან „ეპოქა“ მოტორი მღერის აღელვებულს და წარმტაც ჰანგებს, მოტორი ჰანგით დაატყვევებს მანქანებს - მხეცებს, მოტორი მთელი სიამაყით ღამეს განაგებს, მოტორი ისევ იმ ადგილას ტრიალებს, ეძებს. მოტორი ისმენს, ისმენს ვნებით, ისმენს დუმილით. ქარხანა ისმენს, გამურულით სავსე კაცებით, ქარხანა ისმენს თავის შრომას, ფიქრით-ღუმელით, ქარხანა შრომობს სიხარულით და აღტაცებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი