მოჩვენება ნანგრევებში

ჩამავალი მზის ელვარება წითლად და ყვითლად
ღებავს შორეულ და ფიფქივით დაცრეცილ ღრუბლებს,
ამომსკდარ მადნის ელვარება დასხმია ტატნობს,
ხელ-ფეხ მომსხვრეულ ოქრო-ვერცხლის ანგელოსთ შორის
ბრწყინვალე ფარჩებს და სარკეებს გადეფარება.
ალბათ, ასეთი იყო წამი ქვეყნის შექმნის დროს,
ალბათ, ასეთი იქნება ის დაღუპვის წამში.
ეშვება ფარდა, დედამიწას ეცემა ბინდი,
ბინდი, რომლითაც უკურნებლად სწუხდა რემბრანდტი,
ლანდი, რომლითაც ბოტტიჩელი იჩრდილებოდა
და ფერადები დაღალულნი პოეტის შელლის.