მსახიობის დღიურიდან


ვინ რას დამაკლებს?! ჩემში ძალაა
ფრთაგაშლილი და დაუთრგუნველი!
დეე, კვლავ ეჭვით დამხარხარებდეს
მტერთ ურცხვი გუნდი, ბრბო უზრუნველი.
იმედი, ერთადერთი იმედი
გზას მისხივოსნებს მომავალისას,
ამ იარაღით თუნდ მთლად გავაქრობ
გარს შემოხვეულს შავს ძალას მტრისას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი