მუშის სიტყვა
უეცრად მუშა წამოდგა ერთი და ჩვენ მოგვმართა: დეე, გარდიქმნეს ეს უცხოეთი და ამას გარდა - თქვენი ქალაქის და თქვენი დაბის რომ სცვლის სიარულს, დე, გაუმარჯოს იმ მტკიცე ნაბიჯს ინდუსტრიალურს. ჩვენს სიახლოვეს, მეგობრობას, არა სიშორეს - გაუმარჯოსო საბჭოთა კავშირს გმირთა უსწორესს. მოპოებული არაა უცებ, რაც სცდება ჩარჩოს, იმ ძლევამოსილ რევოლუციის აზრს გაუმარჯოს! ელექტრო შუქი ისეთია დღეს, ვით ღელვა რამე, მაშ, გაუმარჯოს თქვენს მილიარდ მზეს, ძირს ბნელი ღამე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი