მუხები
ვაზები გახმა, აღარ მოაქვს ნაყოფი ხეხილს, გადაუვლია აქაც ქარტეხილს. მაგრამ შეხედე: ძველისძველი დგანან მუხები, რაც ბერდებიან, ემატებათ თითქო სიახლე. მომავლისათვის სიახლე აქვთ ხელშეუხები - ახალ ქართათვის აგებული მძლავრი სასახლე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი