მყინვარი
ციკლიდან „პაციფიზმი“ ლიტერატურას ბევრი ტურისტი ახლავს გვიანი, ზოგი კუბისტი და ფუტურისტი, ზოგიც ჭკვიანი. ზოგი სიზმრებში არის გართული როგორც ნიბლია, ნატვრაა ზოგის მხოლოდ ქართული სტილის ბიბლია. ზოგს მყინვარზედაც უახლოესი ააქვს ტალახი. რომ იქ იპოვოს ავერეოსი, ქრისტე, ალლახი. იქ ეგულება მას მონასტერიც მუხლმოდრეკილი, თავის უამრავ ცოდვებს დასტირის დრო - განდეგილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი