მცხეთამდე
თვალწინ იშლება მუქ ხავერდის მთების ზონარი, როგორც ადგილი ძველი წარღვნით გადასერილი, სახეზე ვარდად დაფენია ნაბატონარი. აგერა მტკვარი - სევდიან მზით გადაფერილი. მის ნაპირებზე ვესალმები მშვენიერ ბაღებს, ქალი თავისი ბავშვით მოსჩანს, როგორც წერტილი, კიბეებივით მიდის მტკვარი და კარებს აღებს, სადაც ტრიალი მინდვრებია გადაფერდილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი