მწარე იავნანა
როდის გითხარ, გულში შიში რომ აგიძრა, მძინავო. არ მოვსულვარ, რომ ბალიში შევძრა, გინანინავო, არ მოვსულვარ, გულში დანა დაგცე სამაგიერო, იავნანა, იავნანა, იავნანა, ცბიერო. არ მოვსულვარ, რომ დამლევი მაისების გეგონოს, მინდა აგცდეს საწამლავი, გველი არ დაგეკონოს. არ მოვსულვარ, რომ შხამებით ვავსო შენი ჭიქები, ოდეს მკვლელი შეღამებით ალვად გადიზნიქები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი