მხედარი ქალი
ციკლიდან „პაციფიზმი“ რომ დავინახე მთები მაღალი, ვთქვი: რა შვენება ესაბამება. გზაზე შემომხვდა მხედარი ქალი და საუბარი ასე გამიბა: ვარდებისა და ზეცის მაგიერ ახსენეთ ლექსში ჰა, ეს მერანი. მას ლურჯა ჰქვია, მოამაგეა ჩვენთვის ამ მერნის გამომზერანი. ცხენი - ცხენია, მრავალ შრომისთვის, არ-მოშიშარი ომში ნარ-ეკლის, თავის მრავალი გამარჯვებისთვის სიცოცხლეშივე ღირსია ძეგლის! მე ვეთანხმები ახალგაზრდა ქალს, ცხენი არ არის თუმცა მედეა, თუმც არც ვენერა მილოსელსა ჰგავს, თუმცა არც ძეგლის მოიმედეა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი