მხოლოდ ბრძოლების სურვილით სავსეს
მხოლოდ ბრძოლების სურვილით სავსეს დედამიწისთვის რა აქვს დასათმი? ხანდახან კლდესაც ედება ხავსი: ზიზღი მარადი და ყველასადმი. ო, ყველასადმი! გრძნობით ასათვის ხმათაგან ესმის გველის სისინი; ყველა მისთვის და ის ყველასათვის უცხოა, მაგრამ სძლევენ ისინი. მხოლოდ როდესაც მას ვხვდები, ძველი გრძნობით გალხვება გული რკინისა, გამახსენდება უდაბნო ვრცელი და სიამაყე ბედუინისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი