ნაწყვეტები
ყაყაჩო აყვავებულა, ვარდი ყელამდე მოსულა, სიო სისინებს და ბაღი შვენებით გარემოცულა. მიყუჩებულა, დაღლილა სიმშვენიერე გრძნეული, და სცურავს მთვარე ზეცაში ოქროს შიბ-შემოხვეული. მე კი ყვავილებს დავეძებ მიუსაფარი, დაღლილი, ვერსად ვიპოვე, რომ მინდა ერთი ისეთი ყვავილი. და ბაღი თითქო უსულო შვენებით გარემოცულა, ყაყაჩო აყვავებულა, ვარდი ყელამდე მოსულა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი