0 1040

ოკეანე


მთლად დატვირთულ ნავთის გემებს
ამოძრავებს ქარი მავნე,
თითქო რასმე აიჩემებს -
შფოთავს, ღელავს ოკეანე.

ოკეანე ღელავს, შფოთავს,
ზიდავს ბენზინს, ზიდავს ნახშირს;
ოკეანე იცნობს ცოტას
ერთა ჩვენთა ძლიერ კავშირს.

ჩვენში კაცმა საქმის ჟინი
მთელ ქვეყანას გააგონა,
უზრუნველჰყო რა ბენზინი
მრავალ ათას ასთა ტონა.

და ზღვისპირა ხელბარაქად
ნავთს რომ სწმენდს და ასპეტაკებს,
ამ ერთგულ კაცს იცნობს კარგად,
ამ ერთგულ კაცს საქმე აქებს.

ბურღილების განთქმულ დამბებს
პირველ ადგილს მოქანავე,
საოცარ და ნათელ ამბებს
ღელვით ისმენს ოკეანე.
კომენტარები (0)