ოქტომბრის გემი

ქართ სცადეს და ვერ
გაანადგურეს
გემი მებრძოლი,
გემი მართალი;
აჰა, მოვედით
გემთა სადგურის
ჯებირთან, სადაც
სარკეობს წყალი.
დადგა მედგარი
უტეხი ფერდით,
წყალში დასცქერის
თავის ხერხემალს,
რამდენი ტალღა
უტევდა მკერდით
მის წინგაწევას,
ან შეფერხებას!
სქლად დასდებია
მის ტანს ნიჟარა
მრავალწლოვანის
ნიშანი ცურვის!
სად არ უვლია!
მაგრამ მშიშარა
ის არ ყოფილა,
არც მსხვერპლი ურვის.
და ვგრძნობ თვისებას
ჩვენში საერთოს,
როცა ვუყურებ
ამ  მაგარ ძვლების
სილუეტს ზღვაზე
და წინაერდოს, -
უცხოს - სიმშვიდის
და მოსვენების...
და თუ მღელვარე
ტალღები აღსდგა -
გემთან მებრძოლი
შორი ზღვისანი -
ჩვენც გემთან ერთად
ვიბრძოლებთ, რადგან
მზეებრ ნათელი
გვინათს მიზანი!
ჩვენ ყველაფერი
გავიგეთ ხვალის,
ჩვენ ყველაფერი
გავიგეთ ზეგის,
არ დავიშურებთ
ბრძოლათა ხალისს,
რომ  ვიყოთ მტერთა
წინააღმდეგი.
აღარ დაცხრება
ეს სიმფონია,
აელვარდება
საბჭოური მზით!
გაეშურება
მთელი მსოფლიო
ოქტომბრის მიერ
გაკვალული გზით!
კომენტარები (0)