ოქტომბრის სიმფონია


ოქტომბერი - გენიის უმძაფრესი ქნარია,
ოქტომბერი - იმხნითვე ჩვენი მეგობარია,
ოქტომბერი - სამშობლო არის ნათელ ლექსების,
ოქტომბერი - წინსვლაა ქვეყნის ერთ მეექვსედის,
ოქტომბერი - სარკეა დღეთა ახალ  შესახვის.
ოქტომბერი - საგმირო დღეებისკენ გვეძახის,
ოქტომბერი - დროისა და სივრცეთა მდევია,
ოქტომბერი - ცხოვრების საზღვრების გამწევია,
ოქტომბერი - მოძმეა მხნე და გამტანიანი,
ოქტომბერი - ახალი არის ადამიანი,
ოქტომბერი - ღერძია წელთა მრავალთ მწკრივობის,
ოქტომბერი - დროშაა მებრძოლ კაცობრიობის,
ოქტომბერი - გრდემლია, შრომა და თავდადება,
ოქტომბერი - ველია, მზით რომ ათავთავდება.
ოქტომბერი - მრავალთა სასოებით ნაზარდი,
ოქტომბერი - ერების მხსნელი ფარ-მუზარადი,
ოქტომბერი - ყოფნაა ძმურ კავშირში წრთობილი,
ოქტომბერი - მიზანი არის კეთილშობილი,
ოქტომბერი - მოსული ამ მშვენიერ მიზნისგან,
ოქტომბერი - ბრწყინვალე გზაა კომუნიზმისკენ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი