ოცნება ბორკილებში

რომ მომცა ფრთები, ავფრინდებოდი,
გადავცდებოდი მე ბედის საზღვარს -
თავისუფლებას მივანიჭებდი
ფიქრთა ღელვას და გრძნობათ ნიაღვარს...

ზღვის ქარიშხალთან მძვინვარე ტალღებს
შევებმებოდი თვალდახუჭული,
რომ მომესმინა, თუ როგორ ისმის
საშინელ ხმაში მშვიდი ჩურჩული.

მწვანე მანტიით შემოსუდრულ მთებს,
სად დუმილს აფრთხობს ზეფირის ფრენა,
მივაშურებდი მე ბრძოლის შემდეგ,
დაღალულ სულს რომ იქ მოესვენა.

შუადღის სიცხით - მუხების ჩრდილქვეშ
გამიტაცებდა ოცნებათ ზოლი
და მოვისმენდი, თუ ჩუმად როგორ
ესაუბრება ფოთოლს ფოთოლი.