პიონერო, იყავ ღირსი..
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ პიონერო, იყავ ღირსი ახალ ყოფა-ცხოვრების, შენ ხანა არ გაგივლია ძველი გამათხოვრების. მასამ აბობოქრებულმა ის ბორკილი დალეწა, რომ ნისლებს არ დაებურა შენი გამჭვირვალე ცა. ბრძოლამ ძველი ზამთრის სუსხი დაუნდობლად შელახა, რომ ნამდვილი გაზაფხული შენთვის გადაენახა. თოვლიც გადნა, ველად გაჩნდა ცისფერ იის ღერები, გაზაფხულის ეს მზადმყოფი ნორჩი პიონერები. მშენებლობა მოდის ქვეყნად, ჯერ რომ არსად ნახულა, პიონერო, ეს დღეები შენთვის გამოსახულა. ხუთწლედი ოთხ წელიწადში! საქმეს - თავის ალაგი! მოდის სოციალისტური სოფელი და ქალაქი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი