პოეტი, ვინაც წრფელია გულით


პოეტი, ვინაც
წრფელია გულით,
საკმარისია
ხმის ამოღება,
რომ მას თან მოჰყვეს
სრული გუგუნით
აღფრთოვანება
ან ამბოხება.

გზით, გაკვალულით
მის მიერ, მიდის
ხანა, მავალი
დიდის დიდებით,
იზრდება ღელვა
კიდითი კიდის
სასწაულების
მაგალითებით.

უფრო ძლიერად
გაივლის ზოლად
და მიეცემა
ძალა სიმღერებს,
როდესაც ლექსი
დაუნდობლად სცემს
ჩარჩ-გამყიდველებს
და გაიძვერებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი