პრესა

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ომი სიმშვიდეს, ომი რუტინას!
ზაჰესი ღამეს ელვარედ ლესავს.
ვარსკვლავებს სძინავთ,
გრიგალსაც სძინავს,
მთებს სძინავთ,
მაგრამ არ სძინავს პრესას.
მანქანასთან ვწერ.
ღამეა. ზრუნვას
ერთი ლაქაც არ ამეასედებს,
როტაციონის მანქანა ბრუნავს
და ხვალისათვის რაზმავს გაზეთებს.
მწყობრი მანქანა
გრგვინვას მოიღებს,
თითქო ბრძოლის დროს ჭექდეს მხედარი,
თუ ცოცხალი ხარ - ხმა ამოიღე,
სამარეს მიდი, თუ ხარ ცხედარი!
ვით ჩქერი მდორეს
სჭრის და ერევა,
მორევს ღამისას სძრავს ეს ჭენება,
ასე შეხვდება ერთმანეთს ნგრევა -
ძველის ნგრევა და ახლის შენება.
პრესა აქ უდრის
მერანზე უმალს...
პრესასთან ვცხოვრობთ, პრესასთან ვყივით...
ძველი ცხოვრების ყოველ სასთუმალს
პრესა აღვიძებს ახალი სხივით.
ყოველი სოფლის მიწას და ტატნობს
გამოფხიზლება უნდა ახაროს
ტემპი! - მოესმის ქარხნებს და მადნებს,
ტემპი! - მოესმის ტყეს და მაღაროს.
ველებზე მისით
ღელავს თივები,
მანქანა მიაქვს სახლის ოდენა.
ტემპი! - მიჰყვირის კოლექტივები,
ტემპი! - ძაგძაგებს ელექტროდენი.
აქ წყალვარდნ