პროლოგი
თამარის, დაშლილი თმის შავი გიშერის, რუსთაველს ციური თან წაჰყვა ვედრება, მერანით გაფრენა დღეს არვის არ შვენის, ძველ განთქმულ რაინდებს ვერავინ ედრება. ბესიკი სასახლის ხატებთან აენთო, ვით ძველი ჰაფიზი, შირაზის ყვავილი. და გმირულ ხანჯლებით დღეს ვეღარ რაინდობს, ოცნების ხანჯლებით მოკლული ფშაველი. მთაწმინდას, დადაფნულს, ძვირფასი სამება სიკვდილის მოოქრულ ვარდებთან აზღაპრებს, ჩემს თვალწინ დასრულდა იმათი წამება და მიტომ ვიგონებ წუხილით წინაპრებს. შეღამდა. მე წაველ იქ, სადაც სიზმრები წიგნებში დარდობენ მომხიბვლელ თვალებით. ჰანგები დაჰქროდენ ვით ქარში ისრები, და სული თეთრდება ნათელის ცვალებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი