პუშკინი პარიზში
პარიზი. კაფე. პალმების ბუჩქის ტოლის და სწორის პოეტი ამბობს: ვუსმინოთ პუშკინს, რომ დგას ჩვენს შორის: „გადავერიოთ ბახუსის ალებს, შორს სევდა-დარდი. ეს გაუმარჯოს მშვენიერ ქალებს, ჩვენ რომ ვუყვარდით! სავსე თასების ცბიერ ძალაში ნუ დაეჭვდებით, ჩავუშვათ ღვინის სიანკარეში ჩვენი ბეჭდები: ასწით თასები, გადავკრათ უცებ, გადავცდეთ ჩარჩოს, ეს გაუმარჯოს მგოსნების მუზებს, აზრს გაუმარჯოს. იბრწყინე მარად, დიადო მზეო, იბრწყინე მარად, ვით ეს სანთელი ჰქრება უმწეო მზის შუქის კარად, ისე - ცრუ სიბრძნე უკვდავ აზრის ბჭეს, ვით ნისლი რამე, იხრწნება, ჰქრება. გაუმარჯოს მზეს, ძირს ბნელი ღამე!“ მომეცით ჩრდილი ვარდების ბუჩქის, მომეცით - თასით. ეს გაუმარჯოს ჩვენს ძვირფას პუშკინს! თამამად ასწით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი