რა სევდიან ნანას ამბობს ქარი..


რა სევდიან ნანას ამბობს ქარი,
ამეშალა ჩვეულ ფიქრთა ჯარი.
დაიძინეთ, სურვილებო, კმარა!
კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა
დაიძინე შენც, იმედო ჩემო,
ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი