რაა ეს გრძნობა?
მყუდრო ნაპირზე, სადაც ზღვის წინწკლებს ათამაშებდა სუნთქვა სიოსი, აღფრთოვანებულ ფიქრებში იდგა ყრმა მეოცნებე და გენიოსი. და მას ზღვის ტალღა ეუბნებოდა: „ოჰ, რატომა ხარ ეგრე თავხედი, რომ ფიქრობ, თითქო გასცილდი საზღვარს, რასაც კაცთათვის ამყარებს ბედი?“ ყრმა კი ამაყად უპასუხებდა: „საიდან იცნობს ეგ გულცივობა, თუ რა ძალაა შემოქმედისთვის საკუთარ ძლიერ სიმღერის გრძნობა!“ ტალღა კვირობდა: ‘რა შობს ამ გრძნობას, უცნაურ ძალს რომ ესაბამება?! და ყრმა ამაყად უპასუხებდა: „ამგვარ გრძნობებს ქმნის მხოლოდ წამება!“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი