რად მინდა ქვეყნად ცხოვრება
რად მინდა ქვეყნად ცხოვრება თუ ის ვერა ვსთქვი, რაც მინდა, შენი ზრუნვა და ფიქრები - შენი დუმილი, მთაწმინდა. სჯობს დავიწყებად ჩაჰკირო გული, სპეტაკი და წმინდა - მერანი უუნაგირო თუ ერთ მწვერვალზე გაყინდა. არა, გაჰფრინდეს მერანი, როგორც სხვა რაში გაფრინდა, აბჯართ იქმიან ჟღერანი, დღეს სხვა ხმაური რად გვინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი