რევოლუციონურ საქართველოს
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს, უდიდესს თავის ნებისყოფით, გმირულს, უაღრესს, თვალწინ გადაშლილ გარდატეხათ უდიადეს აზრს, მრავალი ათას მტკიცე ძაფით დაკავშირებულს; აღფრთოვანებას მასებისას, მილიარდიან ძლიერ ტალღებად რომ მიღელავს ახალის ძალით, უსასტიკესი დაჟინებით რომ ანგრევს კარებს მილიონების უფართოეს ჰორიზონტებთან, ნგრევას, ო, ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას, კარჩაკეტილი ცხოვრებიდან - გავიდეთ მზეზე. ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის, რევოლუციონურ საქართველოს, ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, - რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს, ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი