რეცეპტი


ავად გაგვხდიდა დრო, სისხლის წვიმა,
მაგრამ იმედმა კვლავ გაგვიღიმა.
მაშ გადარჩენის შევსვათ ჯარიმა:
კახური - ექსტრა, კახური - პრიმა!

ატმი-ატმიკუმ, კახ-კახურიკუმ,
ყველი-ყველიკუმ, პური-პურიკუმ,
მწვადი-მწვადიკუმ, შამ-შამფურიკუმ;
რეცეპტი - ექსტრა, რეცეპტი - პრიმა!

აი, მოძმენო, სიბრძნე დღეღამის,
აი, ლოზუნგი ქართული ჭამის.
მაშ, ვადღეგრძელოთ სიცოცხლე წამის -
სიცოცხლე - ექსტრა, სიცოცხლე - პრიმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი