როგორ არ გახსოვს ბავში აღტაცებაში მყოფი

ციკლიდან „პაციფიზმი“

როგორ არ გახსოვს ბავში
აღტაცებაში მყოფი?
ეხლაც ისაა, მაგრამ
უფრო დიდი და ავი,
ნაღდმა შესცვალა თოფმა
მისი საბავშო თოფი,
დიდმა შესცვალა ქარმა
მყუდრო ნიავთა ნავი.
იქცა მშვიდობის წამი
შურისძიების წამად,
მუხლი პატარა ბავშის
ეხლა მგლისაა მუხლი!
წინად რომ ჰქონდა გული
ამ გარდატეხის ჟამად -
იგი ფოლადათ იქცა
და თავს არავის უხრის.