როგორც კი დილა გათენდება
როგორც კი დილა გათენდება ცისკრის ბურებით, მთელი დღე ყველა ხევებში ისმის, რომ თქვენ მინდვრებში მიეშურებით - რომ უმანკოა თქვენი კისკისი. მწარე სიცხისგან დაგიფარავთ ქუდი ჭილოფის, სამოსი რაა? უბრალო ჩვარი! არ გეშინიათ არც ეკლების, არც დაღლილობის, უფრო კარგი დღე ქვეყნად არ არის. თქვენ, ახალგაზრდა გატაცების უმანკო თასი ნაზ და ცბიერი სიტყვების მახეს, ამ ჭრილობისგან ყველამ იცის სიცოცხლის ფასი... შეხედეთ თვალებს, შეხედეთ სახეს, ამაო არის უსულგულო ზრუნვა და შრომა - აი დღეებს რა აიადონებს. ტყეთა კაბების ყვავილოვან ნაოჭთა კრთომა, რითაც არ რთავენ თვითონ მადონებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი