0 235

რური


რური! რამდენ რამეს ამბობს
მხოლოდ ერთი სიტყვა: რური.
ქვანახშირის მრავალ ამბავს
თან სდევს ბრძოლა უამური.

რა ოფლის და სისხლის ღვრაა,
რა ხვნეშაა განახშირი,
აქ მტაცებლის ოცნებაა:
ქვანახშირი! ქვანახშირი!

ჩვენს მთებში კი გმირი შრომის
გზით გვირაბს რომ დახაროდა -
მას ბელადის სახელობის
ქვანახშირის მაღაროთა.

უთვლის სამას პროცენტს გეზი
თვიურ გეგმით ამონაგებს,
ეს საქმეა უდიდესი
და ამ გმირსაც საქმე აქებს!

ჩვენში შრომა დიადია,
სასახელო, საამური,
არა სისხლის ნაკადია,
ან საარი, ანუ რური.

ჩვენში სიხარულის ზღვაა
აღტაცება განახშირი -
დიდ შენობის ერთი ქვაა
და აგური - ქვანახშირი.
კომენტარები (0)