რუს პოეტს
ნიაღვარივით მოსკდა ზღაპარი შორეულ ქალის, მომაკვდავ გედის. ჩვენ სივრცეებში ვართ თანაბარი, პალადინები ერთი იმედის. თითქო ერთგვარად ხედავდა თვალი, დაბინდებული ნისლით და ყინვით, და ერთნაირად ვიყავით მთვრალი: შენ - შენი თოვლით, მე - ჩემი ღვინით. მივმართავ ბალმონტს, მივმართავ ბელლის, რომ არ გვაშორებს მხოლოდ სართული, უდაბურება კალუგის ველის და მწუხარება ჩვენი, ქართული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი