საგურამო


ცხოვრება, როგორც ცინიკი - ღორი,
მსგავსება რუმბის,
გთხოვს, გეხვეწება იგემო ტბორი -
ჩაეშვა წუმპეს.

სახე ნერონის თუ თემურ-ლანგის
კედლით გიღიმის,
ის სიმბოლოა გულწრფელი ჩანგის
გაწყვეტილ სიმის.

არ მოგცემს საშველს, სანამ თავისთავს
არ დაგამსგავსებს.
მსურველი სადმე ფეხი დაგიცდეს
და მოჰყვე ხავსებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი