საგურამოს ჭიჭინობელა
მარიობისთვის სიცხევ, მზერით დამწველო გულის, შენ გადარბევას იწყებ, ხოდაბუნის და ხნულის. მაგრამ რად დამავიწყე შენი ჩაკონვის წყურვილს, მარიობისთვის სიცხევ, მზერით დამწველო გულის; მარიობისთვის სიცხევ, მზერით დამწველო გულის. მზით გაიჟღენთა სივრცე მინებებული სურვილს. დასაბამიდან მიწყივ - გავარვარება რულის. მარიობისთვის სიცხევ, მზერით დამწველო გულის. ჭიჭინობელავ, იწყე ძველი სიმღერა რულის: მარიობისთვის სიცხევ, მზერით დამწველო გულის. მარიობისთვის სიცხევ, მზერით დამწველო გულის: ო, ერთხელ მაინც მითხარ: შენთან შეხვედრა მწყურის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი