სამრეკლო უდაბნოში
ზღაპრების თეთრი კვამლით ქალთა სუნთქვაში დაფარული ყვავილთა სუნი. ოჰ! მე მომესმის შეყვარებულ წამწამთ კანკალი, და მიყვარს ქარი! თან ფოლადივით ცივი სიტყვებით ვეტყოდი ყველას: იანვრის თოვლი, იანვრის თოვლი აჭკნობს ჩემს სულში ნაადრევ იებს. და ჩემი სული, როგორც სამრეკლო, სწუხს: ცოდვილ ხელებს, დაფარულ ცოდვებს, დამალულ ღალატს, ნაზი ფრჩხილების გრძელ ზამბახებს. სწუხს: სხვაგვარ ცრემლებს, თეთრ ბეჭდების თვლებს - შიშველს, თეთრ ყვავილს... სწუხს ჩემი სული - ვით სამრეკლო ცის უდაბნოში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი