სამშობლო შავი ლიუციფერის
წვიმა და ოფლი. რა მხარეები გიცდის სიბერის; შენ გესიზმრება შენი სამშობლო, სამშობლო შავი ლიუციფერის. სამშობლო ძველი. გზა, დაფენილი მსხვერპლით, ცხედრებით და სისხლით სველი. გზა, სასიკვდილო გადათეთრებით, სამშობლო შავი ლიუციფერის. თქვენ მწუხარებამ დაგიძმობილა ღამის ტყე-ველი, არასდროს თქვენთან იქ არ ყოფილა ნაზარეველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
:') kargi leqsia !!