სამშობლოს
სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი, მზის მხურვალება გარს რომ ავლია, აი, პირველი, აი, პირველი - რის სიყვარულიც მე მისწავლია. შენს გამარჯვებას, ჩანგო, მოველი! ოჰ, შენთან დღენი ჩემნი წარვლიან, მედგარი ბრძოლა! აი, ყოველი, რის სიყვარულიც მე მისწავლია. გავშლი ძვირფასი ლექსების კონებს: რა სიუხვეა! რა სიმრავლეა! გადამასწავლოს - ნურავინ ჰგონებს - რის სიყვარულიც მე მისწავლია!
Mariam Kvaraia - 24.04.2016