სამხედრო გზაზე
განთიადისას საქართველოს სამხედრო გზაზე მიეშურება ქალაქისკენ ზანტი ურმები; მოაქვთ კაკალი, მოაქვთ ღვინო, მოაქვთ ხორბალი - სიმძიმით მწარედ იგრიხება ურმის ბორბალი. გამოიარეს წყალთ ნაპირად სიმწვანე ტყეთა... გამოჩნდა მცხეთა. „ე, რამოდენა სახლებია, ვინ ააშენა ამდენი სახლი?!“ უცებ ქალაქის გზიდან მოჰქრის ავტომობილი, ჰკივის და ანჩხლობს, კამეჩებს აფრთხობს: „რამ გადარია?!“ უცებ მოისმა სიშორეში მძლავრი ზუზუნი - ეხლა მაღლა ფრენს არა ჩიტი, არამედ სახლი... გათენდა კიდეც. საშიშროება შორს გადითესა, მაშინ ამღერდა ჩვენებაანთ ბიჭი ქიტესა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი