სანატორიუმში
ო, შრიალით ეშვება შემოდგომა სნეული. ჩვენს ბაღს არ მოეშვება გაყვითლება გრძნეული. ერთმანეთს ემოძმება ხანით მხარშექცეული, ავადმყოფი ოცნება და მზე ლანდად ქცეული. მოაქვთ ჩემთან ყოველდღე მშვენიერი ვარდები, მოკრეფილი ტყედატყე, ყვითლად ნაფერადები. თრთიან ხელშეუხები ოცნებების კვართები, ის წაბლები, მუხები - იმ ტყის მილიარდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი