სანთელი
ღამის ნათელში, მტვერში, მთვარეში, მიყვარდა სულის შეხება შენი, თბილისის დაღლილ ქარის თარეში, კოშკები ძველად ნაგებ-ნაშენი. მსუბუქი ალით გზებს ეკიდება ტალღები ნელი და სურნელება, მე მახსოვს შენი ძველი დიდება და განშორება აწ მეძნელება. ყოველდღე მოდის ახალი ტალღა მყვირალა, სუსტი და დღევანდელი, და დროშასავით მე მიმაქვს მაღლა სანთელი... შენი სული, სანთელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი