სანთლები
შორს, ზურმუხტისფერ სივრცის იქით, სანთლები სჩანდა. დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური. ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა - ტალღებმა შექმნეს ვაი-ვიში, აურზაური... და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა. მას აქეთია იალქანი ზღვაზე მიფრინავს, მისთვის ერთია, სად დახუჭავს ოცნება თვალებს, მიუწვდომელი სანთლები კი ბრწყინავს და ბრწყინავს... როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს!